Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ოპოზიციის კიდევ ორი აქტივისტი დააკავა


სამართალდამცავებმა დააკავეს საპროტესტო აქციების ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ცივი იარაღით 18 წლის დავით ლეჟავას დაჭრის გამოა ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის აღძრული საქმე სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ლევან გოგიჩაიშვილი ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ სცნობს. დღესვე შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა 23 წლის შალვა გოგინაშვილი, რომელმაც მაისის ბოლოს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირებისას პოლიციელი დაჭრა.
XS
SM
MD
LG