Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვის საშიშროების გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული


საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - განსაკუთრებით თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კი ძლიერ წვიმას ელიან - ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუზს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ კი თქვა, რომ ძლიერ წვიმას შესაძლოა წყალდიდობები და ნგრევა მოჰყვეს და ამის გამო საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
წყალდიდობის საფრთხე დგას ქუთაისშიც, სადაც ორი დღეა, გადაუღებლად წვიმს. მდინარის ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობა მეზობელ უბნებშია გახიზნული. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ქუთაისის ძველი უბანი, ჭომის დასახლებაა.
XS
SM
MD
LG