Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება


ბრიუსელში დასრულდა ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი. მასზე ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს გარიგებაზე, რომელიც, მათი აზრით, აიუძულებს ირლანდიელ ამომრჩევლებს, მეორე კენჭისყრაში ხმა მისცენ ბლოკის რეფორმირებისკენ მიმართულ ხელშეკრულებას. ირლანდიელმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შიშობენ, რომ მათი ქვეყნის სუვერენიტეტი შეიძლება დასუსტდეს, 2008 წლის რეფერენდუმში უკუაგდეს ლისაბონის ხელშეკრულების სახელით ცნობილ ეს დოკუმენტი. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა დაამტკიცა ის. გარიგების შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ გამოაცხადა ბრიუსელში სამიტის დასრულების შემდეგ: "განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას ირლანდიის გარანტიების შესახებ. ეს ირლანდიებს მისცემს ესოდენ აუცილებელ რწმენას. მე კი მაძლევს რწმენას იმისა, რომ ირლანდიის რეფერენდუმზე დადებით შედეგს მივიღებთ."
XS
SM
MD
LG