Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-მალიკი მიესალმება ერაყის ქალაქებიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დღეს “დიდ გამარჯვებად” მოიხსენია ერაყის ქალაქებიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა ამ თვის ბოლომდე. ალ-მალიკის შეფასებით, ექსტრემისტები შეეცდებიან მეტი იერიშის განხორციელებას, მაგრამ ერაყის უშიშროების ძალები მათ არ მისცემენ შესაძლებლობას, გააუარესონ ვითარება უსაფრთხოების სფეროში. ამერიკა-ერაყის შეთანხმება ითვალისწინებს 30 ივნისამდე აშშ-ის საბრძოლო შენაერთების გაყვანას ქალაქებიდან, რაც პირველი ეტაპია 2012 წლისთვის ჯარების სრულ გაყვანამდე.
XS
SM
MD
LG