Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე


თეირანის ცენტრში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მიუხედავად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილებისა, ბოლო მოეღოს საპროტესტო აქციებს. თვითმხილველების ცნობით, დემონსტრანტები შეიკრიბნენ სამ ადგილას, მათ თვალს ადევნებს ასობით პოლიციელი და ისლამურ მილიცია "ბასიჯის" წევრი. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა დღეს მედიას შეატყობინა, რომ საპროტესტო აქციების სანქცირებაზე უარის მიღების გამო, ოპოზიციამ გააუქმა დღეისთვის დაგეგმილი დემონსტრაცია. თუმცა ამ შინაარსის განცხადებით თვით ოპოზიციის ლიდერები არ გამოსულან. ირანის უზენაესმა საბჭომ დღეს ოპოზიციის ლიდერები გააფრთხილა, რომ მათ დაეკისრებათ პასუხისგმებლობა “არალეგალური” საპროტესტო აქციების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG