Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას ორი რაკეტა ესროლეს


ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში შეერთებული შტატების მთავარ, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ორი ამერიკელი ჯარისკაცი, დაიჭრა 6 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" პრეს-მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრილ ამერიკელებს შორის 4 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირია. ოფიციალური ინფორმაციით, ბაგრამის ბაზას, რომელიც ქაბულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, კვირას დილით ესროლეს ორი რაკეტა. ვარაუდობენ, რომ იერიში თალიბანმა განახორციელა.
XS
SM
MD
LG