Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტი ბენიტა ფერერო-ვალდნერს შეხვდა


ბელორუსიას გულწრფელად სურს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა - მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეს, შესაძლოა, არ მოსწონდეს. ამის შესახებ დღეს მინსკში განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც მიიღო ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი. ლუკაშენკოს თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ მასთან ურთიერთობასა და თავად ქვეყანაში ბელორუსიის პრეზიდენტი არაფრის შეცვლას არ აპირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ლუკაშენკომ ისიც განაცხადა, რომ ბელორუსია არავის მისცემს საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის უფლებას.
XS
SM
MD
LG