Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გუშაგთა საბჭომ უარყო მოთხოვნა, გააუქმოს არჩევნების შედეგი


ირანის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - გუშაგთა საბჭომ - უარყო ოპოზიციის მხარდამჭერთა მოთხოვნა, გაეუქმებინა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. ინგლისურენოვანი ტელეკომპანია პრეს ტივის ცნობით, გუშაგთა საბჭოს წარმომადგენელმა აბას ალი კადხოდეიმ, საბჭომ არჩევნების პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ამავე დროს ირანში გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრება. ეს აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მომხრეები არ დაეთანხმნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.
XS
SM
MD
LG