Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე შს სამმართველოსთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის სამმართველოსთან 15 ივნისს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვს - ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტარის თქმით, დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ შეფარდებული და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რითაც ირღვევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, იზოლატორში ადამიანების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ 72 საათი, დაკავებულებს კი იქ დარჩენა 30 დღე მოუწევთ.

XS
SM
MD
LG