Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ჯარისკაცებმა ცხინვალში ოფიცრების სიცოცხლე იმსხვერპლეს


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული ერთ-ერთი რუსული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებმა, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ, უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრების სიცოცხლე იმსხვერპლეს. გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთვრალი რუსი ჯარისკაცები ავტომანქანით შეეჯახნენ კარავს, რომელშიც უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრები იმყოფებოდნენ. სამი მათგანი გარდაიცვალა. გაზეთის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG