Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა სოზარ სუბარისგან პოზიციის გამოხატვას მოითხოვს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კახა თარგამაძის, ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის შეხვედრის გამო, პოზიციის საჯაროდ გამოხატვისკენ სახალხო დამცველს მოუწოდეს. დეპუტატმა შოთა მალაშხიამ სოზარ სუბარს „პარტია სახალხო დამცველის“ ლიდერი უწოდა. უმრავლესობამ პოზიციის გამოხატვა მოითხოვა „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიასგანაც. „რატომ იმალება ირაკლი ალასანია, როდესაც საქართველოში მწვავე პროცესები მიმდინარეობს და რატომ არჩევს ნიუ-იორკში სეირნობას, თუნდაც ოჯახის მოსანახულებლად“ - განაცხადა დეპუტატმა ვახტანგ ბალავაძემ. მის განცხადებას სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უსუსური უწოდა ალასანიას თანაგუნდელმა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდა, თბილისში ორშაბათს დაბრინდება და თუ საზოგადოებას მისი მოსაზრება აინტერესებს, პასუხს თავად გასცემს.
XS
SM
MD
LG