Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა შეაქო ირანის ოპოზიციონერი კანდიდატი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო ირანის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი, მირ ჰორსეინ მუსავი, რომელმაც, ობამას თქმით, შთააგონა ირანელებს მათი ქვეყნის მსოფლის მიმართ გახსნის ინტერესი. ობამამ, ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე, ირანის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების სიმამაცეზე ილაპარაკა ხელისუფლების სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს გაიმეორა ბრალდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის “საქმეებში ერევა”. უფლებადამცავთა ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებმა საპროტესტო მოძრაობა დაასტუსტეს ასეულობით ადამიანის დაპატიმრებით. ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის, აიათოლა ხათამის თქმით, საპროტესტო მოძრაობის ლიდერების მიმართ იუსტიცია დაუნდობელი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG