Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის გუშაგთა საბჭომ არჩევნების თავდაპირველი შედეგი დაამტკიცა


ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ამ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - გუშაგთა საბჭომ - დაამტკიცა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომლის თანახმად დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. 12-კაციანი საბჭოს წინადადებით, ხელახლა დაითვალეს კენჭისყრისას მიცემული ხმების ათი პროცენტი, რასაც არჩევნების თავდაპირველად გამოცხადებული შედეგი არ შეუცვლია. დამარცხებული კანდიდატი მუსავი არჩევნებს გაყალბებულად თვლის და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG