Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა


დღეიდან 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციებს შვეცია შეასრულებს. პრემიერ-მინისტრმა რაინფელდტმა შვეციის პრიორიტეტებად კლიმატის შეცვლასა და ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ბრძოლა, ევროკავშირის რეფორმირება და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და მის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობა დაასახელა. 1 ივლისამდე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობას ასრულებდა ჩეხეთი, რომლის საელჩოსთან თბილისში დღეს საღამოს ოპოზიციის ლიდერები ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას გამართავენ
XS
SM
MD
LG