Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან გაეროს მეთვალყურეთა გასვლისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება


გაერო აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან ორგანიზაციის სამხედრო მეთვალყურეთა გასვლის პროცესს, რომელიც 30 ივნისიდან დაიწყო, 15 მილიონი დოლარით დააფინანსებს. შესაბამისი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე, კონსენსუსით დაამტკიცა. აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაეროს მეთვალყურეთა გასვლის დაწყების გამო, ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელით, მისმა პრეს-მდივანმა განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ გაერო მზად არის რეგიონში სხვა მიმართულებებით საქმიანობა განაგრძოს. ამ მიზნით, ბან კი მუნმა საქართველოში მის სპეციალურ წარმომადგენელს იოჰან ვერბეკეს ჟენევის კონსულტაციებში გაეროს სახელით მონაწილეობის გაგრძელება სთხოვა.
XS
SM
MD
LG