Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა


„ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში თავის სტუმრობასთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენციაზე გამართა. ალასანიას ინფორმაციით, ვაშინგტონში იგი შეხვდა თეთრი სახლისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, ხოლო ნიუ-იორკში - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებს. "აშშ-ში კარგად ესმით, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა ძალაუფლების პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებაა და აუცილებელია სხვა ინსტიტუტების, მათ შორის პარლამენტის, სასამართლოსა და თავისუფალი მასმედიის გაძლიერება" - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და მიმართული იქნება საქართველოს დემოკრატიულ გავითარებისკენ. შეეხო რა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მომავალ ვიზიტს, "ალიანსის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა". მისი აზრით, ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის და ნიშნავს, რომ აშშ და ევროპა რეგიონს არ მიატოვებენ და განაგრძობენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ბაიდენის ვიზიტი 20-24 ივლისს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG