Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპონენტების თქმით, ჰონდურასის ჩამოგდებული პრეზიდენტი სელაია მხოლოდ უცხოეთის სამხედრო ჩარევით თუ დაბრუნდება ქვეყანაში


ჰონდურასიდან გაძევებული პრეზიდენტი მანუელ სელაია ქვეყანაში დაბრუნებას მხოლოდ უცხოეთის სამხედრო ჩარევის შემთხვევაში თუ შეძლებს - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ჰონდურასის დროებითმა ლიდერმა რობერტო მიკელეტიმ. ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მიკელეტიმ სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოცილებულ ოპონენტს ბრალი დასდო "კონსტიტუციის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში". ამასობაში ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ ჰონდურასის ახალ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, ქვეყანაში სამი დღე-ღამის განმავლობაში აღადგინოს დემოკრატია. პრეზიდენტ სელაიას მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭომაც მიიღო.
XS
SM
MD
LG