Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში მომხდარი შეტაკებისას ორი მეამბოხე და ერთი პოლიციელი დაიღუპა


ინგუშეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 2 ისლამისტი მეამბოხე და ერთი პოლიცელი დაიღუპნენ უშიშროების ძალებთან მეამბოხეების შეტაკების დროს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ინციდენტი, რომლის დროსაც 2 პოლიციელი დაიჭრა, დედაქალაქ ნაზრანის მახლობლად მოხდა. "ინტერფაქსის" ცნობით, მეამბოხეებმა ესროლეს პოლიციას, რომელმაც საპასუხო ცეცხლი გახსნა და ორი ექსტრემისტი მოკლა.
XS
SM
MD
LG