Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი მიანმარში პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლებას ცდილობს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მიანმარში ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანია, ამ ქვეყნის სამხედრო მთავრობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე დაიყოლიოს. პატიმართა შორის არის დემოკრატიული ოპოზიციის ცნობილი ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი. რანგუნში ბან კი მუნის ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში სასამართლომ 10 ივლისამდე გადადო აუნ სან სუ ჩის პროცესი. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ აუნ სან სუ ჩის მიერ შინა პატიმრობის პირობების დარღვევით დაასაბუთა. ჯერჯერობით გაურკვეველია, დართავენ თუ არა ბან კი მუნს პატიმართან შეხვედრის ნებაას. ბოლო ოცი წლის განმავლობაში აუნ სან სუ ჩი ბევრჯერ ყოფილა დაპატიმრებული და ამ დროის უდიდესი ნაწილი ციხეში ან შინა პატიმრობაში აქვს გატარებული.
XS
SM
MD
LG