Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შერატონ მეტეხი პალასში” საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა


საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც 3 ივლისს ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ერთხმად დაამტკიცა მდივნის კანდიდატურა და განსაზღვრა გზები, რომლებიც მას წლის ბოლოსთვის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნამდე მიიყვანს. სხდომაზე დიდი დრო დაეთმო საბოლოო დოკუმენტის ლეგიტიმაციის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც აზრი პრაქტიკულად ორად გაიყო. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ლეგიტიმაციის საკითხი არ ყოფილა ძალიან მარტივი, როგორც მას მეგონა თავიდან - მას მოწინააღმდეგეებიც აღმოაჩნდა და მომხრეებიც. კომისიის მომდევნო ერთობლივი სხდომა ივლისის ბოლოს გაიმართება. აგვისტო უცხოელ ექსპერტებთან მუშაობას დაეთმობა, ხოლო სექტემბრიდან, როგორც ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, კომისია უკვე ”კონკრეტული ნორმატიული ნაწარმოების” წერას უნდა შეუდგეს.
XS
SM
MD
LG