Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბუკოს სატრანზიტო ხუთი ქვეყანა ხელშეკრულებას 13 ივლისის მოაწერს ხელს


ნაბუკოს სახელით ცნობილი გაზსადენის ტრანზიტის ქვეყნები სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას 13 ივლისის მოაწერენ ხელს ანკარაში. ეს ქვეყნებია თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია. ხელმომწერთა შორისაა ასევე გერმანია. არასატრანზიტო, მაგრამ პროექტში ჩართული კიდევ ექვსი ქვეყანა ასევე დაესწრება ცერემონიას, როგორც მეთვალყურე. ნაბუკოს მიზანია, კასპიის ზღვის გაზი ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიეწოდოს.
XS
SM
MD
LG