Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარ ორ სხვადასხვა ინციდენტში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე აფეთქება (ერთ-ერთი მათგანი - ნაღმსატყორცნით გასროლილი ნაღმისა) ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. 2001 წლიდან მოყოლებული ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში 173 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ კვირის დასაწყისში ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამხრეთ ავღანეთში ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეეს თალიბანის მეამბოხეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG