Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


ბულგარეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა - პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ბულგარეთი ევროპის კავშირში გაწევრიანდა. წინასწარი შედეგებით, ლიდერობს სოფიის მერის, ბოიკო ბორისოვის, ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა. ამავე ცნობით, ამ პარტიის მიერ მოგროვებული ხმების რაოდენობა, საკმარისი არ არის ერთპარტიული კაბინეტის შესაქმნელად. მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ ელექტორატის 18 პროცენტი მიიმხრო.
XS
SM
MD
LG