Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასში გაძევებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მოკლეს


ჰონდურასიდან მიღებული ცნობების თანახმად, ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტის მანუელ სელაიას მომხრეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს მოკლულ იქნა ერთი დემონსტრანტი. შეტაკება ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპას აეროპორტში მოხდა. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს თანახმად, სელაიამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს მიმართა მოწოდებით, მას თავიანთი ნდობა დაუბრუნონ. სელაია სამშობლოში დაბრუნებას აპირებს მიუხედავად დროებითი მთავრობის გაფრთხილებისა, რომ ჰონდურასში ჩასვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ. რეიტერის სააგენტოს ცნობით, დღეს ტეგუსიგალპას აეროპორტის დისპეჩერებმა დაშვების ნება არ დართეს სელაიას თვითმფრინავს.
XS
SM
MD
LG