Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ხუთ დღე-ღამეში ავღანეთში ხუთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა


კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა კვირას სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ხუთი დღის მანძილზე ეს ავღანეთში დაღუპული მეხუთე ბრიტანელი ჯარისკაცია. სულ, 2001 წლიდან მოყოლებული, ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში 174 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ კვირის დასაწყისში ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამხრეთ ავღანეთში ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს თალიბანის მეამბოხეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG