Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ავღანელი გამნაღმმველი უვნებლად გაათავისუფლეს


აღმოსავლეთ ავღანეთში უვნებლად გაათავისუფლეს 16 ავღანელი, რომლებიც გაეროს ეგიდით მომუშავე გამნაღმმველ ჯგუფთან თანამშრომლობენ. ისინი შაბათს მოიტაცეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. პაქტიის პროვინციის გამნაღმმველთა ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ადგილობრივი ტომების უხუცესები დაუკავშირდნენ გამტაცებლებს და ისინი 16 ავღანელის გათავისუფლებაზე დაიყოლიეს. მიღებული ცნობების თანახმად, გამტაცებლებისთვის გამოსასყიდი თანხა არ გადაუხდიათ. ბოლო ხანს ავღანეთში საგრძნობლად გახშირდა თალიბანის მეამბოხეების მხრიდან თავდასხმებისა და მოტაცების ფაქტები.
XS
SM
MD
LG