მოსკოვიდან მიღებული ცნობების თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებმა შეათანხმეს ტექსტი დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც ეს ქვეყნები თავიანთი ბირთვული არსენალის მოცულობას შეამცირებენ. ამ ცნობის გავრცელება წინ უძღვის აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტს მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან ობამას მოლაპარაკების ერთ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ შეიარაღების შემცირება უნდა იყოს. ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განმარტა, რომ ვიდრე დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდებოდეს, ის ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უნდა მოიწონონ.