Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ვლადიმირ პუტინს შეხვდა


დღეს დილით აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნოვო-ოგარიოვოს სამთავრობო რეზიდენციაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრისას პუტინმა განაცხადა: ”რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მრავალგვარი შეფერილობაც ჰქონია: იყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების აყვავების წლები, იყო საკმაოდ ნაცრისფერი დღები და დაპირისპირებებიც კი. თქვენს სახელს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარების იმედებს ვუკავშირებთ” - ასე მიმართ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ პრეზიდენტს.

ობამას საპასუხო განცხადების თარგმანი რუსეთის პრემიერ-მინისტრის საიტზე გამოქვეყნდა: ”დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან შესახვედრად დრო გამონახეთ. გყშინ შესანიშნავი საუბარი პრეზიდენტ მედვედევთან. ვიცი იმ შესანიშნავი საქმის შესახებ, რომელიც თქვენ წინა თანამდებობაზე პრეზიდენტის პოსტზე გასწიეთ და რომელსაც ახლა - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აკეთებთ რუსეთის ხალხისთვის. ვფიქრობ, შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას მყარი საფუძველი შევუქმნათ. შესაძლოა, ჩვენ ყველაფერზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ საკითხებს განვიხილავთ ურთიერთპატივისცემისა და რუსეთისა და ამერიკის ხალხების ინტერესების გათვალისწინებით” - აღნიშნა ობამამ პუტინთან შეხვედრის დასაწყისში.
XS
SM
MD
LG