გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთი კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ბოლო გამოცდა, როგორც რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მუქარა. ფხენიანმა შვიდი რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვაში, შაბათს. რაკეტების გამოცდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივნისს, მიიჩნევა გამომწვევ ქმედებად აშშ-ისადმი, რომელმაც ზომები მიიღო იარაღით და რაკეტებით ვაჭრობისას ჩრდილოეთ კორეისთვის დახმარების გაწევაში ეჭვმიტანილი ფირმების მიმართ.