Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს


ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით დადასტურდა მოლოდინი, რომ პირველ ტურში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონომ მოიპოვა. მან ხმების 62 პროცენტი მიიღო. წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე მყოფ კანდიდატს - მეგავატი სუკარნოპუტრის 28 პროცენტი ერგო. დამარცხებული კანდიდატები ოთხშაბათის არჩევნებს არადემოკრატიულს უწოდებენ და დამარცხება ჯერ არ უღიარებიათ.
XS
SM
MD
LG