Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისია აფხაზეთის კონფლიქტის ზონას საბოლოოდ ერთ კვირაში დატოვებს


სოხუმში იმყოფება გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა დეპარტამენტის ევროპისა და ლათინური ამერიკის განყოფილების დირექტორი დევიდ გარლანდი. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ გარლანდმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ კვირაში გაეროს სამხედრო მეთვალყურეები მთლიანად დატოვებენ აფხაზეთს. თავის მხრივ, შამბამ განაცხადა, რომ გაერო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ობიექტურად აფასებდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას.
XS
SM
MD
LG