Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი რვიანის" სამიტის მონაწილეები ვალუტების დევალვაციას მოერიდებიან


"დიდი რვიანის" სამიტის მონაწილეებმა - შვიდმა ყველაზე მაღალგანვითარებულმა ქვეყანამ და რუსეთმა -, აგრეთვე მზარდი ეკონომიკის მქონე ხუთმა სახელმწიფომ, მოილაპარაკეს, თავი შეიკავონ თავიანთი ვალუტების დევალვაციისგან და ხელი შეუწყონ საერთაშორისო საფინანსო სისტემის სტაბილიზებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ სამიტზე გამოსვლისას, “დიდი რვიანის” მიერ მიღწეულ შეთანხმებას, ნახშირბადის ემისიის შემცირების თაობაზე, უწოდა “დიდი კონსენსუსია” . ობამას განცხადება მოყვა შეთანხმებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გლობალური დათბობის ტემპის შენელებას.
აკვილაში გამოცხადდა, რომ მიზნად დაისახეს, ჰაერის ტემპერატურის დათბობამ არ შეადგინოს ორ გრადუსზე მეტი (ცელსიუსით).
კლიმატის ცვლილების ექსპერტთა შეფასებით, ეს განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „დიდი რვიანის“ ლიდერებს აქამდე არასოდეს დაუსახავთ ასეთი კონკრეტული მიზანი.
ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც, რომელიც აკვილაშია: "მათ მიაღწიეს შეთანხმებას, ტემპერატურის ზრდა ორი გრადუსით შემოიფარგლოს. მათ განსაზღვრეს გრძელვადიანი მიზანი - 2050 წლისთვის, სულ ცოტა, 50 პროცენტით შეამცირონ ემისია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა შეათანხმონ საშუალო პერსპექტივის მიზნები და ამ საკითხში ფინანსური სიცხადე შეიტანონ."
გარდა ამისა, "დიდმა რვიანმა" და ე.წ. "ხუთეულმა" (ბრაზილიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა, მექსიკამ, სამხრეთმა აფრიკამ და ეგვიპტემ) პირობა დადეს, დაასრულონ მოლაპარაკება ვაჭრობის საერთაშორისო სისტემის ლიბერალიზაციის შესახებ (ამ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 2010 წელს, კატარში გაიმართება).
XS
SM
MD
LG