Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ხელისუფალნი მუქარას გამოთქვამენ


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და ამ ქვეყნის მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მკაცრად დაისჯებიან ის პირები, ვისაც სინიანის პროვინციაში მოწყობილი არეულობის პროვოცირებას დაუმტკიცებენ. დღეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რათა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ამ პროვინციაში შექმნილი ვითარების შესახებ ემსჯელათ. ოფიციალური მონაცემებით, იქ, უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 156 ადამიანი დაიღუპა, და 800-ზე მეტი დაშავდა.
XS
SM
MD
LG