შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდეს, მოაგვარონ მთიანი ყარაბღის კონფლიქტი. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ტალიაში, დიდი რვიანის სამიტზე, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი - გამოვიდნენ მოწოდებით, საბოლოო შეთანხმება იქნეს მიღწეული სადაო რეგონის თაობაზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფება 1994 წლის ომის შემდეგ. ამ ომს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთისა და აზრებაიჯანის პრეზიდენტები 17 ივლისს, რუსეთში მართავენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.