Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხეფერმა ლატვიაში დაასრულა ნატოში გამოსათხოვარი ვიზიტი


ნატოს ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 31 ივლისს ამოიწურება, ლატვიაში გამოსათხოვარი ვიზიტი დაასრულა. სხეფერთან შეხვედრისას ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა ნატოში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეები ავღანეთის ოპერაციაში ლატვიის მონაწილეობაზე არ აისახება. ნატოს გენერალურ მდივანს დღეს საღამოს ბრიუსელში შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების სახელით, იაპ დე ჰოოპ სხეფერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG