Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა რომის პაპს შეხვდა


დღეს ვატიკანში შედგა რომის პაპის, ბენედიქტე მე-16-ისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირველი შეხვედრა, რომელმაც 30 წუთს გასტანა. ორმა ლიდერმა ისაუბრა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის სიღარიბისა და გარემოს დაცვის პრობლემებზე. ობამა რომში ჩავიდა "დიდი რვიანის" სამიტის შემდეგ, რომელიც იტალიის ქალაქ ლ'აკვილაში გაიმართა. რომიდან ობამა მიემგზავრება განაში. ეს პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტია საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG