Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე ადასტურებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ადასტურებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას. დავით ბაქრაძემ მიუთითა აგრეთვე “ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის” აუცილებლობაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, აწარმოოს ოპოზიციასთან თემატური დიალოგი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის დეოკუპაცია, საკონსტიტუციო ცვლილებები, საკონსტიტუციო კომისია, საარჩევნო ცვლილებები და საარჩევნო კომისია. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის დეოკუპაცია კი, დავით ბაქრაძის შეფასებით, არის ის საკითხები, რაც უნდა აერთიანებდეს ქვეყანაში ყველა ჯანსაღი ღირებულებების მქონე პოლიტიკურ ძალას.
XS
SM
MD
LG