Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მანიფესტაციებზე კანონში ცვლილებები


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტების პაკეტით, კანონში უნდა დაკონკრეტდეს, რომ აქციისას გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე საჭირო რაოდენობის ხალხი შეიკრიბება, ხოლო აქციის გამართვა შესაძლებელია ადმინისტრაციული შენობის შესასვლელიდან 20 მეტრში. გათვალისწინებულია რამდენიმე აკრძალვაც, მათ შორის ქუჩის რაიმე კონსტრუქციებით, ან ავტომანქანებით გადაკეტვის აკრძალვა. ამასთან, აქციების დაშლისას სამართლადამცველს უფლება ეძლევა “არალეტალური იარაღი” გამოიყენოს. კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხანგრძლივი და მწვავე დებატები გაიმართა. ოპოზიცია კანონპროექტს არ ეთანხმება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემდეგ, ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. ვენეციის კომისიიდან მიღებული შეფასების შესაბამისად, პარლამენტი მზად არის დაუბრუნდეს კანონპროქტის განხილვას და მასში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს.
XS
SM
MD
LG