Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლანა: "გაერომ პალესტინელთა სახელმწიფო ცალმხრივად უნდა აღიაროს"


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ მას სურს, გაერომ ცალმხრივად აღიაროს პალესტინელთა სახელმწიფო ღაზაში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რათა ზეწოლა განხორციელდეს ისრაელზე, თუკი ის ვერ შეძლებს პალესტინელებთან მშვიდობის მიღწევას. სოლანას წარმომადგენელმა, ქრისტინა გალახმა თქვა, რომ ეს განცხადება პირადი ხასიათისა იყო. მისივე თქმით, სოლანამ ეს ლონდონში თქვა, ორივე მხარის მიმართ საერთაშორისო ძალისხმევის გასაძლიერებლად, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. სოლანა თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს.
XS
SM
MD
LG