Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 14 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა


ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 ივლისი გლოვის დღედ გამოცახადა. დღეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. გუშინ ნაქერალას უღელტეხილზე, ტყიბულის გასასვლელთან ხევში გადაიჩეხა სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც მოზარდები შაორის „პატრიოტთა" ბანაკში გადაყავდა. უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი ადგილზევე დაიღუპა, მესამე კი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიის შედეგად კიდევ 20-მდე მოზარდი დაშავდა.
XS
SM
MD
LG