Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დასრულდა


გალში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათისა იყო. გალის შეხვედრაში თბილისის, სოხუმის, ევროკავშირის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საუბარი კონსტრუქციული იყო და მონაწილეებმა ურთიერთპატივისცემა გამოამჟღავნეს. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, იოჰან ვერბეკემ, რომელიც ხელმღვანელობდა შეხვედრას, თქვა, რომ მას საორგანიზაციო ხასიათი ჰქონდა. მისივე შეფასებით, მთავარი შედეგი ის არის, რომ ამგვარი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება. დღესვე გაეროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: "მიღწეულია შეთანხმება ყველა საკითხზე ერთის გარდა. მიღწეულია შეთანხმება შეხვედრების პერიოდულობის შესახებ. ასევე იმაზე, თუ რა გზით იქნება მიღებული შეხვედრების შემაჯამებელი დასკვნები; შემდეგი შეხვედრების თავმჯდომარეობაზე და "ცხელი ხაზის" ამუშავებაზე. ერთადერთი საკითხი, რომელზე შესათანხმებლად მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებენ, არის ის, თუ სად გაიმართება მომავალი შეხვედრები... მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაეროს ეგიდით გალში შედგება 28 ივლისს."
XS
SM
MD
LG