ბათუმის აკვატორიაში ამერიკული სამხედრო ხომალდი „სტაუტი“ იმყოფება. მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გამართავს. ბათუმიდან „სტაუტი“ ფოთში გაემგზავრება. შშ-ის საელჩოს განმარტებით, საქართველოში ამერიკული სამხედრო ხომალდების რეგულარული ვიზიტები ადასტურებს ვაშინგტონის სურვილს, ხელი შეუწყოს შავ ზღვაში რეგიონულ და ასევე, საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას