Accessibility links

ბულგარეთი და საბერძნეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ


ბულგარეთი და საბერძნეთი შეთანხმდნენ გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც ბულგარეთს კასპიის ზღვის რეგიონიდან ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალებას მიცემს. ბულგარეთის სახელმწიფო ენერგო-ჰოლდინგმა საბერძნეთის ბუნებრივი აირის მონოპოლისტ ”დეპასთან” და იტალიის ”ედისონ სპასთან” ხელი მოაწერა შეთნახმებას, რომლითაც იქმნება ორი კომპანია: ერთი - გაზსადენის მშენებლობისა და მისი ამოქმედებისთვის; მეორე კომპანია კი - ბუნებრივი აირის მიწოდებასა და მის კომერციულ გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში 2012 წლიდან ბულგარეთს შეეძლება ყოველწლიურად მილიარდი კუბური მეტრი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG