Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის ვიზიტისას არასაპარლამენტო ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს


საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტისას არასაპარლამენტო ოპოზიცია აქციას გამართავს თბილისში, თავისუფლების მოედანზე. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე მეასე დღეა, ქართველი ხალხი თავისუფალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და ჯოზეფ ბაიდენს ცვლილებების ლოზუნგით დახვდება. ზურაბიშვილის ინფორმაციით, 22 ივლისს, საღამოს 7 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან ოპოზიციის მხარდამჭერები, რათა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას მოითხოვონ.
XS
SM
MD
LG