ევროპის კავშირი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი მეთვალყურეების შეშვებას მოითხოვს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დღეს განაცხადა, რომ ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატი მას უფლებას აძლევს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გასწიოს მონიტორინგი. ბილდტი ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.