Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კევინ რადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. ეს განცხადება რადმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ავღანეთში შაბათს, ბომბის აფეთქების შედეგად, კიდევ ერთი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამრიგად, ავღანეთში წარმოებული ოპერაციების მსვლელობაში დაღუპული ავსტრალიელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვმა 11-ს მიაღწია. ამ ქვეყნის 1550-კაციანი კონტინგენტი სამხრეთი ავღანეთის ურუზგანის პროვინციაშია განთავსებული.
XS
SM
MD
LG