Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემოგვიერთდით“ პარლამენტთან აქციას მართავს


ახალგაზრდული მოძრაობის “შემოგვიერთდით” წევრები პარლამენტის შესასვლელებთან საპროტესტო აქციას მართავენ. ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლის მელორ ვაჩნაძის თქმით ორგანიზაციის წევრები განაცხადა, ღამის 12:00 საათიდან სამ ნაწილად არიან დაყოფილი და პარლამენტის სამივე შესასვლელთან მართავენ საპროტესტო აქციას. აქციები მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლამდე გაგრძელდება. “ჩვენ ვითხოვთ, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. აგრეთვე, გათავისუფლდეს 2007 წლიდან დღემდე დაკავებული ყველა პოლიტპატიმარი, დაისაჯნონ პოლიციის მაღალჩინოსნები, გოგა გრიგალაშვილი და გიორგი გეგეჭკორი”- უთხრა მელორ ვაჩნაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუზს“.
XS
SM
MD
LG