Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი კიევში შეხვედრებს მართავს


აშშ ვიცე-პრეზიდენტი დღეს უკრაინის დედაქალაქში შეხვედრებს გამართავს და შეეცდება კიდევ ერთხელ დაარწმუნოს უკრაინა, რომ აშშ-ს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა არ გულისხმობს უკრაინის ინტერესებით ვაჭრობას. ჯოზეფ ბაიდენი შეხვდება პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს და ოპოზიციის ლიდერ ვიკტორ იანუკოვიჩს. ოთხშაბათს ბაიდენი კიევიდან თბილისში ჩავა. ვარაუდობენ, რომ ჯოზეფ ბაიდენი კიევშიც და თბილისშიც დემოკრატიულ განვითარებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდებს მასპინძლებს.
XS
SM
MD
LG