Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის განცხადებით, აშშ ემხრობა ნატოში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი ემხრობა ნატოში გაწევრიანებისაკენ უკრაინის მისწრაფებას და ქვეყანას შეუძლია, თვითონვე აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური ალიანსები. ამ შინაარსის განცხადება ბაიდენმა კიევში, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უკრაინის ლიდერმა კი დაადასტურა კიევის მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისაკენ. იუშჩენკოს განცხადებით, “როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონშია აღნიშნული, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები საუკეთესო გზაა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. იუწყებიან ასევე, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან შეერთებული შტატების დაახლოება არ მოხდება უკრაინის ინტერესების ხარჯზე. ხვალ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა.
XS
SM
MD
LG