Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გრძელდება გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკითხვა


უკრაინის გენერალური პროკურატურა განაგრძობს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის ალექსეი პუკაჩის დაკითხვას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალი პუკაჩი გუშინ საღამოს დააკავეს ჟიტომირის ოლქში. გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეზე შარშან გაასამართლეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, ხოლო გენერალ პუკაჩზე გამოცხადებული იყო ძებნა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ღონღაძე კიევიდან 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა, მისი თავმოკვეთილი ცხედარი კი იმავე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს იმედი გამოთქვა, რომ მთავარი ეჭვმიტანილის დაპატიმრება ხელს შეუწყობს ჟურნალისტის მკვლელობის სრულ გამოძიებას. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებით, გენერალ პუკაჩის დაკავება გამოძიებას დაეხმარება ღონღაძის მკვლელობის ორგანიზატორთა წინააღმდეგ მტკიცებულებათა მოპოვებაში.
XS
SM
MD
LG